ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიაში წყალდიდობები გრძელდება


ავსტრალიაში წყალდიდობები გრძელდება
ავსტრალიაში წყალდიდობები გრძელდება

ავსტრალიის ქუინსლენდის შტატში დაწყებული წყალდიდობა ახლა ვიქტორიას შტატში ბობოქრობს. შტატის მასშტაბით 51 ქალაქი დაიტბორა და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, ამ მასშტაბების სტიქიური უბედურება ავსტრალიაში 200 წელში ერთხელ ხდება.

ავსტრალიაში რამდენიმე კვირა გადაუღებელი წვიმის შემდეგ ქვეყანაში წყლის დონემ რამდენიმე შტატში მათ შორის - ქუინსლენდში - საგრძნობლად მოიმატა. სტიქიამ 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და წინასწარი მონაცემებით საერთო ზარალი ამ ეტაპზე 20 მილიარდ დოლარს აღემატება.

დღეს ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა ჯულია გილარდმა სამუშაო ჯგუფის შექმნის ბრძანება გასცა, რომელის დანიშნულებაც ზარალის მასშტაბების ზუსტი დადგენა და დაზარალებული ქალაქებისთვის ტენიკური და ფინანსური დახმარების აღმოჩენა იქნება.

XS
SM
MD
LG