ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადი რუსეთის ტელევიზიით გამოდის


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ოთხშაბათს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას “რია-ნოვოსტის” ესაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება ქვეყანაში ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ, რომელშიც შევლენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ადამიანები და მისი რეჟიმის მიმართ ლოიალური ძალების წარმომადგენლები.

ასადის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ტექნიკური დეტალების შემუშავება რთული საკითხი არ უნდა იყოს. ჟენევის მოლაპარაკებების განახლება აპრილის დასაწყისში იგეგმება. სირიის ამჟამინდელი პრეზიდენტი მიუღებლად მიიჩნევს გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ წინადადებას ალოგიკურს და არაკონსტიტუციურს უწოდებს.

სირიის ოპოზიცია ასადის განცხადებას სასწრაფოდ გამოეხმაურა. პრეზიდენტის ოპონენტები თვლიან, რომ გარდამავალი მთავრობის შექმნა, რომელსაც აღმასრულებელი ძალაუფლება მიენიჭება, სრულ აუცილებლობას წარმოადგენს და ჩამოყალიბების შემდეგ ასადმა მასში მონაწილეობა ერთი საათითაც კი არ უნდა მიიღოს.

XS
SM
MD
LG