ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა


სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს დაუდასტურა, რომ სირიის მთავრობა მზადაა შაბათს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება დაიწყოს.

ორი ქვეყნის ლიდერებმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაზე, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო” და “ალ ნუსრა.” ეს ორი ჯგუფი ამერიკა-რუსეთის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ არის. სხვა ჯგუფებმა, მათ შორის, ასადის ოპოზიციამ, პარასკევამდე უნდა განაცხადონ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას შეთანხმებაში.

XS
SM
MD
LG