ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი მოლაპარაკებისთვის მზად არის


ვიდრე საერთაშორისო სანქციებს არ მოუხსნიან, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამებზე უარს არ იტყვის

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის ჯერ კიდევ მზად არის. ბრუნეიში გამართულ სამიტზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამებს არ შეწყვეტს მანამ, სანამ ამერიკა მტრულ ტონს არ შეცვლის და მათთვის დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს.

გასულ თვეში შეერთებული შტატებისთვის მოლაპარაკების დაწყების შეთავაზება საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯი იყო, რითაც ფხენიანმა რამდენიმეთვიანი ძალზე აგრესიული საომარი რიტორიკის პერიოდს წერტილი დაუსვა. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ჩრდილოეთის შეთავაზებას ძალიან ფრთხილად მოეკიდა და წინაპირობად ბირთვული პროგრამების დასრულება და ბირთვული განიარაღების შესახებ 2008 წელს დადებული ექვსმხრივი შეთანხმების დაცვა მოსთხოვა. ბრუნეის სამიტზე იშვიათი შემთხვევა იყო, როცა პაქტის ექვსივე მონაწილე ქვეყანა შეიკრიბა, თუმცა ჯერჯერობით მათ შორის შეთანხმება არ მომხდარა.
XS
SM
MD
LG