ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის წინადადება


სამხრეთ კორეასთან ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა ამერიკასთან მოლაპარაკების ინიციატივით გამოდის

ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებს ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი დონის მოლაპარაკების დაწყების ინიციატივით მიმართავს. განცხადება სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლიდან სულ რამდენიმე დღეში გაკეთდა.

ქვეყნის თავდაცვის ეროვნული კომისია ოფიციალურ საინფორმაციო ტელე და რადიო არხებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვაშინგტონს შეუძლია ფხენიანთან მოლაპარაკებისთვის ადგილი და დრო თავად შეარჩიოს. ოღონდ, ჩრდილოეთ კორეა შეხვედრამდე ყოველგვარი წინაპირობის წაყენებას გამორიცხავს.

მოლაპარაკებათა მიზანი კორეის ნახევარკუნძულზე რეგიონალური მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტირებაა. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ის ბირთვულ სახელმწიფოდ მანამ დარჩება, სანამ გარეშე ბირთვული საფრთხეები იარსებებს. ამასთან ფხენიანი ვაშინგტონს საერთაშორისო სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG