ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორეული მოლაპარაკება გადაიდო


მიზეზი დელეგაციების ხელმძღვანელთა კანდიდატურების გაურკვევლობა გახდა

სამხრეთ კორეის განცხადებით, ხვალ ფხენიანთან დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები განუსაზღვრელი დროით გადაიდო. ამის მიზეზი გახდა დელეგაციების ხელმძღვანელთა კანდიდატურების გაურკვევლობა.

სამხრეთ კორეის უნიფიკაციის მინისტრის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ სეულს აცნობა, რომ არ გაგზავნიდა დელეგაციას სეულში, რადგან მოლაპარაკებებს სამხრეთის მხრიდან მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებდა.

ფხენიანი ითხოვდა, რომ დელეგაციის ხელმძღვანელი სამხრეთ კორეის მხრიდან უნიფიკაციის მინისტრი ყოფილიყო.
XS
SM
MD
LG