ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა მოლაპარაკებას გააგრძელებს


მტრულად განწყობილი ორი სახელმწიფოს მთავრობა მოლაპარაკებაზე ერთმანეთის პირისპირ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველად აღმოჩნდა

დისკუსიების უწყვეტი მარათონის შემდეგ სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთი სეულში დიალოგის გაგრძელების თაობაზე დაითანხმა. ამასთან, მოლაპარაკება არ იქნება შეზღუდული მხოლოდ მინისტრების შეხვედრით, როგორც ამას თავიდან ჩრდილოეთ კორეა ითხოვდა.

მტრულად განწყობილი ორი სახელმწიფოს მთავრობა მოლაპარაკებაზე ერთმანეთის პირისპირ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველად აღმოჩნდა. ორდღიანი დიალოგი 18 საათის მანძილზე გრძელდებოდა. მხარეები შეთანმხდნენ იმაზე, რომ მოლაპარაკება რაც შეიძლება სწრაფად, ამ კვირაშივე გაგრძელდება და რომ ორივე ქვეყნის ინტერესებშია სასწრაფო შეთანხმების მიღწევაც.
XS
SM
MD
LG