ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე


ფხენიანმა სეულს მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეისგან ოფიციალური მოლაპარაკების დაწყების შეთავაზება მიიღო. ეს შესაძლოა იქცეს დიპლომატიური გარდატეხად ბოლო დროს ნახევარკუნძულზე ვითარების გაუარესების შემდეგ.

ჩრდილოეთ კორეაში მოქმედმა კორეის მშვიდობიანი გაერთიანების კომიტეტმა სეულს მოლაპარაკების დაწყება მოულოდნელად შესთავაზა. ასევე წამოაყენა ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის ინიციატივაც. თავის მხრივ, სამხრეთ კორეის უნიფიკაციის სამინისტრომ ფხენიანის წინადადება უყოყმანოდ მიიღო. სეულმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

სამხრეთ კორეამ ფხენიანის ინიციატივაზე განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებას 12 ივნისს სეულში უმასპინძლოს. ფხენიანის პასუხი ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG