ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანის და პეკინის თანამშრომლობა


სეულის განცხადებით, 2000 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩრდილეოთ კორეის პეკინზე დამოკიდებულება 70 პროცენტს აღემატება.

გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2011 წელს ჩრდილოეთ კორეის ჩინეთთან ვაჭრობამ ფხენიანის საგარეო ვაჭრობის 70 პროცენტს გადააჭარბა. ჩინეთი საერთაშორისო იზოლირებაში მოქცეული ჩრდილოეთ კორეის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიური მოკავშირეცაა.
სამხრეთ კორეის სტატისტიკის სამსახურის განცხადებით, 2011 წელს პეკინსა და ფხენიანს შორის ვაჭრობამ 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 60 პროცენტიანი ზრდაა.
სეულის განცხადებით, 2000 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩრდილოეთ კორეის პეკინზე დამოკიდებულება 70 პროცენტს აღემატება.
ფხენიანი ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება მომავალ წელს გაუარესდეს. გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს. ეს ნაბიჯი ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდის საპასუხო მოქმედებაა.
XS
SM
MD
LG