ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

535 დაღუპული


ივლისი, 2010 - ყველაზე სისხლიანი თვე ერაყში

გასული ივლისის თვე ერაყში ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე ტრაგიკული იყო. ამის შესახებ ერაყის ოფიციალური პირები აცხადებენ. ხელისუფლებამ ეს დასკვნა ჯანმრთელობის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა. კერძოდ, ივლისის თვეში ერაყში 535 ადამიანი დაიღუპა და 1043 დაიჭრა. მანამდე ერაყში ყველაზე ტრაგიკულ თვედ 2008 წლის მაისი სახელდებოდა, როდესაც დაღუპულთა რიცხვმა 563-ს მიაღწია. ერაყში ტერორისტული აქტები და მეამბოხეთა თავდასხმები გასული წლის მარტში არჩევნების შემდეგ გახშირდა.

XS
SM
MD
LG