ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია გმობს აშშ სანქციებს


სირია გმობს აშშ სანქციებს

სირიის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, სირიელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამერიკული სანქციები ისრაელის ინტერესებს ემსახურება და რომ ისინი სირიის მომავალზე გავლენას ვერ იქონიებს.

სირიის ხელისუფლების მიერ ოპოზიციის დემონსტრაციების ძალისმიერი მეთოდებით დარბევის ფონზე, სირიის პრეზიდენტისა და 6 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ამერიკამ სანქციების შესახებ ოთხშაბათს გამოაცხადა.

ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი იტყობინება, რომ გაყინა ამერიკის იურისდიქციის ქვეშ მყოფი პრეზიდენტ ასადისა და 6 მაღალჩინოსნის აქტივები.

სირიის სახელისუფლებო არმია ლიბანთან საზღვაზრ ძალების ჩაყენებას აგრძელებს. საინფორმაციო სააგენტო როიტერი, თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჯარისკაცები სახლებს ჩხრეკენ.

XS
SM
MD
LG