ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის სანქციები ლიბიის და ირანის წინააღმდეგ


ევროკავშირის სანქციები ლიბიის და ირანის წინააღმდეგ

ევროკავშირმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის საფუძველი კი სირიაში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა გახდა. ევროკავშირს ამ სანქციებით სირიის მთავრობაზე ზეწოლის მოხდენა სურს. ევროკავშირმა პრეზიდენტი ასადი და სირიის უმაღლესი პირები იმ სიაში შეიყვანა, ვისაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება აეკრძალა. გაყინულია მათი ყველა ის ანგარიში, რომელიც ევროკავშირის ბანკებში იყო გახსნილი.

ბრიუსელმა ასევე გააძლიერა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და ამის მიზეზი თეირანის ბირთვული პროგრამა გახდა. ევროკავშირის განცხადებით, მათ კიდევ ასამდე პირი დაუმატეს იმ სიას, ვისაც ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობა ეკრძალებათ.

XS
SM
MD
LG