ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ევროპულ ტურნეს იწყებს


ობამა ევროპულ ტურნეს იწყებს

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ევროპაში 6 დღიანი ტურნე, რომლის დროსაც ის ოთხ ქვეყანას ესტუმრება, დღეს დაიწყო. მასპინძელი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას, პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე და გლობალური ეკონომიკის მდგომარეობაზე ისაუბრებს. საფრანგეთში ის დიდ რვიანს შეხვდება ხოლო ირლანდიაში კი საკუთარი წინაპრების ქალაქი უკვე მოინახულა. სავარაუდოდ პრეზიდენტი ლიბიაში მიმდინარე კრიზისზე და ნატოს ოპერაციაში ამერიკის როლზე ისაუბრებს.

ევროპაში ვიზიტის პირველი ქვეყანა ირლანდია იყო. ობამას თქმით:

„ამერიკასა და ირლანდიას შორის არსებული მეგობრობა და კავშირები უაღრესად მყარია. ეს ურთიერთობა არა მხოლოდ სტრატეგიულ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკას ეფუძნება, არამედ ჩვენს ნათესაურ კავშირებსაც.“

ევროპული ტურნეს განმავლობაში პრეზიდენტი ობამა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ დევიდ კამერონს, რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, საპრანგეთის პრეზიდენტ ნოკოლა სარკოზს და იაპონიის პრემიერ მინისტრ ნაოტო კანს შეხვდება.

XS
SM
MD
LG