ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი იემენში დაბრუნდა საუდის არაბეთში სამ თვიანი მკურნალობის შემდეგ.

იემენის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ სალეჰი რიადში დამწვრობისგან მიღებულ ჭრილობებს იშუშებდა. ივნისში სალეჰიზე თავდასხმა განხორციელდა და მის რეზიდენციაში ნაღმი აფეთქდა.

ლიდერის სამშობლოში დაბრუნება ემთხვევა პრო-სამთავრობო და ოპოზიციური ძალების დაპირისპირების მეექვსე დღეს. შეტაკებების შედეგად სანააში კვირა დღის შემდეგ 100 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG