ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში ბრძოლები გრძელდება


იემენში ბრძოლები გრძელდება
იემენში ბრძოლები გრძელდება

იემენის ოფიციალური პირების განცხადებით, ანტისამთავრობო დანაყოფებმა პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის ძალებს შეუტიეს, რის შედეგადაც მათი სარდალი მოკლეს და 30 ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. იემენის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა დედაქალაქ სანაას ჩრდილოეთში მდებარე ბაზაზე მოხდა. ხოლო მოკლული სარდალი ალი ალ-ქელეიბი კი ელიტარულ რესპუბლიკურ გვარდიას ხელმძღვანელობდა. ოფიციალური პირების ცნობით, ბრძოლების შედეგად ოთხი თავდამსხმელი დაიღუპა. გუშინ სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა სამშობლოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა სალეჰმა. მისი თქმით, ის ძალაუფლების გადაცემის მშვიდობიან პროცესს ემხრობა, რომელიც არჩევნების გზით უნდა მოხდეს. სალეჰმა განაცხადა, რომ მზად არის ძალაუფლების გადაცემის პროცესი სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გეგმის თანახმად დაიწყოს, თუმცა მას არ განუცხადებია, რომ ის თანამდებობიდან გადადგომას აპირებს.

XS
SM
MD
LG