ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკებები იემენში


შეტაკებები იემენში
შეტაკებები იემენში

დღეს იემენის სამთავრობო ძალებმა დედაქალაქ სანააში ცეცხლი გაუხსნეს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციას, რის შედეგადაც ერთი დემონსტრანტი დაიღუპა. დღევანდელი შეტაკება, იემენის პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის მოულოდნელად სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოხდა. როგორც ცნობილია, იემენის ლიდერი სამი თვით საუდის არაბეთში იმყოფებოდა და ივნისში თავდასხმის დროს მიყენებულ ჭრილობებს მკურნალობდა. მშვიდობიან დემონსტრაციაზე თავდასხმა მოხდა შაბათსაც, როდესაც პრეზიდენტის მომხრეებმა, სამხედროებთან ერთად იერიში მიიტანეს მშვიდობიან დემონსტრაციაზე. შეტაკების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. სამთავრობო ძალები ასევე თავს დაესხნენ სტუდენტურ ბანაკს, სადაც პრეზიდენტის მოწინააღმდეგე სტუდენტები იყვნენ გამაგრებულები. ოპოზიციის წარმომადგენელმა გენერალმა ალი მოჰსენმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 11 სამთავრობო ჯარისკაცი მოკვდა.

XS
SM
MD
LG