ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში სამთავრობო ძალებსა და ალყაიდას შორის შეტაკება მოხდა


იემენში სამთავრობო ძალებსა და ალყაიდას შორის შეტაკება მოხდა
იემენში სამთავრობო ძალებსა და ალყაიდას შორის შეტაკება მოხდა

იემენის ხელისუფლების განცხადებით ქვეყნის სამხრეთში მიმდინარე ბრძოლების დროს მათ ალ-ყაიდას მეომრების განადგურება შეძლეს.

იემენელი სამხედროების მტკიცებით აბიანის პროვინციის ქალაქ ზინჯიბარის მახლობლად მომხდარი შეტაკებისას ალ-ყაიდას 30 მებრძოლი და იემენის არმიის 7 ჯარისკაცი დაიღუპა.

იემენის სამხრეთში ალ-ყაიდას მეომრებმა მთელი რიგ რაიონებზე მოახერხეს კონტროლის დაწესება. მათ კარგად გამოიყენეს პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის წინააღმდეგ მიმართული 6 თვიანი სახალხო აჯანყება საკუთარი მიზნების მისაღწევად.

პრეზიდენტი სალეჰი დღემდე საუდის არაბეთში იმყოფება, სადაც ივნისში მისი რეზიდენციის დაბომბვის დროს მიყენებულ ჭრილობებს იშუშებს.

იემენის სამთავრობო ძალები უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ ისლამის მეომრების განდევნას მათ მიერ დაკავებული პოზიციებიდან.

XS
SM
MD
LG