ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში სიტუაცია უფრო გართულდა


იემენში სიტუაცია უფრო გართულდა

სალეჰის ერთგულმა ნაწილებმა დედაქალაქის მთავარ მოედანზე დაბანაკებულ ოპოზიციის აქტივისტებს ნაღმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი

იემენის პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის სამშობლოში მოულოდნელი დაბრუნების შემდეგ, კიდევ უფრო გააფთრებული ბრძოლები გაიმართა ოპოზიციის და მთავრობის მომხრეებს შორის.

ქვეყნის დედაქალაქ სანაში მომხდარი შეტაკებების შედეგად, სულ ცოტა 40 ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტმა სალეჰმა იემენის პოლიტიკურ პარტიებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, მიუხედავად ამისა, მის დაქვემდებარებაში მყოფი უშიშროების ძალები რამდენიმე ფრონტზე აგრძელებენ ბრძოლას ოპოზიციის მეომრებთან.

სალეჰის ერთგულმა ნაწილებმა დედაქალაქის მთავარ მოედანზე დაბანაკებულ ოპოზიციის აქტივისტებს ნაღმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი. ოპოზიციის მხარეზე ბრძოლაში ჩაებნენ რამდენიმე ტომის შეიხების დაქვემდებარებაში მყოფი მებრძოლები, რომლებიც ადრე პრეზიდენტს სალეჰს უჭერდნენ მხარს.

XS
SM
MD
LG