ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქული ოპერაცია გრძელდება


თურქული ოპერაცია გრძელდება
თურქული ოპერაცია გრძელდება

თურქეთის სამხედროები ერაყის ჩრდილოეთში გამაგრებული ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადებიან.

ანკარამ ამ ოპერაციაში დახმარება მეზობელი ირანის ხელისუფლებას სთხოვა.

ირანის საგარეო საქმეთა მინსიტრი ალი აკბარ სალეჰი თურქეთის დედაქალაქში ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმედ დავუთოღლუს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ქურთისტანის მუშათა პარტიის და ირანში მისი მოკავშირე თავისუფალი ქურთისტანის პარტიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე იმსჯელეს.

ბატონი დავუთოღლუს განცახდებით თურქეთი და ირანი ერთად იბრძოლებენ ამ ტერორისტების გასანაგდურებლად.

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო რაც ქურთმა მეამბოხეებმა მოულოდნელი თავდასხმის დროს 24 თურქი ჯარისკაცი მოკლეს.

XS
SM
MD
LG