ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინსკი გამდიდრებული ურანის განადგურების გეგმას აუქმებს


მინსკი გამდიდრებული ურანის განადგურების გეგმას აუქმებს

ვაშინგტონმა ეკონომიკური სანქციები გასულ კვირას დაუწესა მინსკს

ბელორუსის ხელისუფლების განცხადებით, მინსკი გააუქმებს გამდიდრებული ურანის განადგურების გეგმას, რომელიც აქამდე ამერიკის შეერთებულ შტატებთან იყო შეთანხმებული.

ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროექტი ახალი ამერიკული სანქციების დაწესების გამო გაიყინება. სანქციების დაწესებას მინსკი თანამშრომლობასთან შეუთავსებლად აღიქვამს.

შეგახსენებთ, რომ ვაშნგტონმა ეკონომიკური სანქციები გასულ კვირას დაუწესა მინსკს, რაც ბელორუსის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიების შემდეგ დამტკიცდა.

შედეგად, სანქციები დაუწესდა ოთხ ფირმას, რომლებიც პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან დაკავშირებული კომპანიის მიერ კონტროლდება.

XS
SM
MD
LG