ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის 14 წევრს სანქციები მოეხსნა


თალიბანის 14 წევრს სანქციები მოეხსნა

გაეროს უშიშროების საბჭომ სანქციების სიიდან თალიბანის ყოფილი 14 წევრი ამოიღო. ამის შესახებ განცხადება გუშინ გაკეთდა, მიზანი კი ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მათი ჩართვა გახლდათ. მოთხოვნა ოფიციალურმა ქაბულმა გაეროს სანქციების კომიტეტს გაუგზავნა. მათი განცხადებით ზემოხსენებული პირები აღარ არიან ჩაბმული თალიბანის აქტივობაში. ავღანეთის მთავრობის მიერ გასულ სექტემბერს უმაღლესი სამშვიდობო საბჭო ჩამოყალიბდა, სწორედ მათი დახმარებით უნდა მომზადებულიყო ნიადაგი მოლაპარაკებისთვის და სანქციების სიიდან ამოღებულ პირთაგან 4 სწორედ ამ საბჭოს წევრი გახლდათ.


XS
SM
MD
LG