ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმანიტარული ტვირთი ღაზასთვის


ისრაელის საზღვაო ძალების განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები შეაჩერებს გემებს.

ისრაელის საზღვაო ძალების განცხადებით, ქვეყნი შეიარაღებული ძალები შეაჩერებს გემებს, რომლებსაც ღაზას სექტორში დაახლოებით 10 ათასი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მიაქვს.

გემები ისრაელის მიერ დაწესებულ სანაოსნო შეზღუდვის 32-კილომეტრიან ზონას დღეს მიუახლოვდებიან. ეს ზონა ხმელთაშუა ზღვის ღაზას სექტორის ნაწილსაც მოიცავს.

თავისუფალი ღაზას მოძრაობამ ჰუმანიტარული ტვირთის მიტანა პირდაპირ პალესტინელებისთვის გადაწყვიტა. მოგეხსენებათ, ისრაელმა ღაზა სრულ ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქცია მას შემდეგ, რაც ჰამასმა სექტორის ტერიტორიაზე 2007 წელს სრული კონტროლი მოიპოვა.

"ასოშიეტიდ პრესის" განცხადებით, 8 გემიანი ფლოტიდან ერთი უკან დაბრუნდა ტექნიკური გაუმართაობის გამო.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა ისრაელის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდაა და რომ ისრაელი არავის მისცემს საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევის საშუალებას.

XS
SM
MD
LG