ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა პრო-პალესტინელი აქტივისტები გაათავისუფლა.


ისრაელში საზღვაო რეიდის დროს დაკავებული ასობით პრო-პალესტინელი აქტივისტი გათავისუფლებულია. მათ თურქეთში, როგორც გმირებს ისე შეეგებნენ. თურქეთის ვიცე-პრემიერი ბულენტ არკინი და რამდენიმე კანონმდებელი იმ ასობით ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც სტამბულის აეროპორტში დაბრუნებულ აქტივისტებს დახვდნენ.

ორშაბათს ჰუმანიტარული მისიის გემებზე ისრაელის საზღვაო ძალებმა იერიში მიიტანეს. ინციდენტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი თურქი წარმოშობის ამერიკელი მოქალაქე. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა:

“გამოძიებამ დაინტერესებული მხარეების რწმენა და მხარდაჭერა უნდა შეიძინოს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი დa ამავე დროს საკმაოდ რთულია. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი,”- განაცხადა ბან კი მუნმა

ამ საკითხზე ჩვენ გადაცემის მსვლელობის დროს უფრო დეტალურად მოგითხრობთ.

XS
SM
MD
LG