ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიანანმენის მოედანზე მომხდარი მოვლენებიდან 21 წელი გავიდა


ტიანანმენის მოედანზე მომხდარი მოვლენებიდან 21 წელი გავიდა
ტიანანმენის მოედანზე მომხდარი მოვლენებიდან 21 წელი გავიდა

21 წლის წინათ, 4 ივნისს ჩინეთის მთავრობამ ჯარი გამოიყენა პეკინის ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე სტუდენტების საპორტესტო დემონსტრაციის დასაშლელად. ამ აქციის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯიანგ იუმ განაცხადა რომ ჩინეთის ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული 1989 წელს მომხდარი ამბების შედეგები. მისი თქმით:“ პეკინმა არ გადაუხვია განვითარების გზიდან და ჩინეთის მთავრობა ყოველთვის საკუთარი ხალხის და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა.“

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს რომ 1989 წლის გამოსვლები კონტრ-რევოლუციური აჯანყება იყო, არადა სტუდენტები მეტ საჯაროობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მოითხოვდნენ.

77 წლის ბაო ტონგი ჩინეთის ხელისუფლების ყველაზე მაღალი რანგის ჩინოვნიკი იყო, რომელიც სტუდენტებთან დიალოგს უჭერდა მხარს. ამის გამო მან 7 წელი გაატარა ციხეში. როგორც თავად ამბობს ახლა ის მოხუცი ადამიანია და არ შეუძლია უსამართლო განაჩენის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა ახარებს ქვეყანაში ინტერნეტის განვითარება.

1989 წელს ჩინეთის სტუდენტური მოძრაობის აქტივისტი ვანგ დანი ამჟამად კალიფორნიაში ცხოვრობს და ინტერნეტში თვითერის ვებ გვერდის საშუალებით ვირტუალური ხსოვნის საღამოს ჩატარებას ცდილობს, რომელიც მისი თქმით მთავრობაში მოკალათებული მკვლელების წინააღმდეგ იქნება მიმართული. აღსანიშნავია რომ ჩინეთში დაბლოკილია ამ ვებგვერდის მუშაობა.

ამასობაში ტიანანმენის მოედანზე დაღუპულთა დედების არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც ხელიუსფლებისგან 1989 წელს მომხდარი ამბების უფრო დაწვრილებით ანგარიშს მოითხოვს.

XS
SM
MD
LG