ირანის პრეზიდენტმა ოპონენტებს მოუწოდა ნუ გადაუხვევენ იმ გზიდან,რომელიც ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელმა შექმნა.
მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ეს განცხადება დიდი აიათოლა ჰომეინის გარდაცვალების 21-ე წლისთავზე გააკეთა. აჰმადინეჟადმა თავის ათასობით მომხრეს ჰომეინის აკლდამიდან მიმართა.
მისი თქმით, ყველა, ვინც ჰომენის მოძღვრებას დაივიწყებს, ხალხის მიერ იქნება დასჯილი. მან ასევე გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.