ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიაკატასტროფა ინდოეთში


ოფიციალური პირების განცხადებით, ავიაკატასტროფას რვა ადამიანი გადაურჩა.

კატასტროფა მოხდა ინდოეთში. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 159 ადამიანია დაღუპული. მონაცემები ზუსტდება და შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობაც გაიზარდოს. ოფიციალური პირების განცხადებით, ავიაკატასტროფას რვა ადამიანი გადაურჩა, თუმცა მათგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბორტზე 160 მგზავრი იმყოფებოდა და ყველა მათგანი ინდოეთის მოქალაქე იყო. თვითმფრინავს 6 კაციანი ეკიპაჟი მართავდა. რეისი დუბაიდან სრულდებოდა. თვითმფრინავი მანგალორის აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა. ოფიციალური პირები, ავიაკატასტროფის მიზეზად წვიმიან ამინდს და შედეგად ცუდი მხედველობის არეს ასახელებენ.

ინდოეთის ავიახაზების წარმომადგენლის თქმით:

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგანგაშო სიგნალი პილოტის კაბინიდან არ ყოფილა,სიგნალი რომელიც მფრინავსა და კომუნიკაციების ოფისს შორის არის ხოლმე. თვითმფრინავიდან პრობლემის შესახებ არაფერი უცნობებიათ“

XS
SM
MD
LG