ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სისხლიანი დაპირისპირება ტაილანდში


ბანკოკში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაერთო.

ტაილანდის შეიარაღებული ძალები დღეს ბანკოკში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაერთო. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 45 დაშავდა.დაშავებულთა შორის ფრანგი ჟურნალისტი და ტაილანდელი ოპერატორია.

უშიშროების ძალებმა დაახლოებით 30 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა ბანკოკის კომერციული უბნის გადასაკეტად და დემონსტრაციის მონაწილეების ცენტრიდან გამოსაყვანად. დემონსტრაციის მონაწილეების გადასაადგილებლად ჯარმა ჯავშანმანქანები, ცრემლსადენი გაზი და ცოცხალი და რეზინის ვაზნები გამოიყენა. მომიტინგეებმა, რომლებიც „წითელ მაისურიანები“ სახელით არიან ცნობილი, მანქანის საბურავებსა და ავტობუსს ცეცხლი მოუკიდეს და ჯარისკაცებს ასაფეთქებელი მოწყობილობები ესროლეს.

ბანკოკის უმსხვილეს კომერციულ ცენტრში ბოლო ორი თვეა მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ბანკოკის მოსახლეობის ნაწილი უშიშროების ძალების მომხრეა.

არაოფიციალური ცნობებით, წითელ მაისურიანების ლიდერებს შორის დაპირისპირება აღინიშნება. ნაწილ მათგანს დემონსტრაციების შეწყვეტა სურს და ნაწილს კი დაუმორჩილებლობის გაგრძელება.

XS
SM
MD
LG