სამხრეთ აფრიკის პირველი შვაკანიანი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა დაბადების დღეს აღნიშნავს. მას 92 წელი შეუსრულდა.
დაბადების დღის აღნიშვნას მსოფლიოს მრავალ კუთხეში გეგმავენ. კერძოდ სამხრეთ აფრიკაში და სხვა ქვეყნებშიც მისი თაყვანისმცემლები 67 წუთიან საჯარო სამუშაოს შეასრულებენ. სწორედ 67 წელი დაჰყო მანდელამ პოლიტიკაში.
კვირის დასაწყისში გაერომ პირველად აღნიშნა ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღე , რაც უპრეცედენტო შემთხვევაა გაეროს ოსტორიაში. აქამდე არცერთ ცოცხალ პოლიტიკოსს მსგავსი პატივი არ შეხვედრია.