ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერაქტები გრძელდება


ერაყში ტერაქტები გრძელდება
ერაყში ტერაქტები გრძელდება

ბაღდადში 35 ადამიანი დაიღუპა

აფეთქება მოხდა ერაყის დედაქალაქში. ბაღდადში სამთავრობო შენობის სიახლოვეს ორი ბომბი ამოქმედდა, რის შედეგადაც 35 ადამიანი დაიღუპა. ერაყის ოფიციალური პირების ცნობით აფეთქება მოხდა ასევე ქალაქ ტაჯიში, რომელიც ბაღდადიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული. ავტომანქანის აფეთქების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. ერაყში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. გუშინ დაუდგენელმა პირებმა ბაღდადში ე.წ. მწვანე ზონაზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ბაღდადის მწვანე ზონა ქალაქის ყველაზე დაცულ და უსაფრთხო ტერიტორიად ითვლებაა.

XS
SM
MD
LG