ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ლატვიაში ბევრი რუსელენოვანი მოქალაქე დარჩა.

ლატვიაში დღეს რეფერენდუმი იმართება, სადაც მოსახლეობამ რუსული ენის მეორე ოფიცალურ ენად გამოცხადების საკითხი უნდა გადაწყვიტონ.

თუმცა, როგორც მოსალოდნელია ეს საკითხი ჩავარდება. ლატვიელები აცხადებენ, რომ რეფერენდუმის გამართვას რუსეთი უჭერდა მხარს და ამის მიზანს ლატვიის სუვერენიტეტის დასუსტება წარმოადგენდა, რათა საბოლოო ჯამში ქვეყანა ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნდეს. საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ლატვიაში ბევრი რუსელენოვანი მოქალაქე დარჩა.

ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი რუსულენოვანია. საკითხს დადებითად გადაწყვეტისთვის კი ამომრჩეველთა ნახევრის - 771 ათასი ადამიანის თანხმობაა საჭირო. რეფერენდუმის საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG