ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი დაფინასებაზე თავს იკავებს


ჩინეთი დაფინასებაზე თავს იკავებს
ჩინეთი დაფინასებაზე თავს იკავებს

ჩინეთის ვიცე ფინანსთა მინისტრი დღეს პეკინში ევროპული ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა.

ჩინეთი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მან დაუყოვნებლივ დაიწყოს წვლილის შეტანა ფინანური კრიზისის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირის მიერ შექმნილ სარეზერვო ფონდში.

ჩინეთის ვიცე ფინანსთა მინისტრმა, რომელიც დღეს პეკინში ევროპული ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა განაცხადა, რომ ჩინეთი მოიცდის და თან შეაფასებს ფონდის სამოქმედო წესებს. მან დასძინა, რომ მანამდე, ჩინეთი ქვეყნის შიგნით გამართავს დისკუსიებს და გადაწყვეტს ფონდში წვლილი შეიტანოს თუ არა.

ცნობისთვის, კრიზისის დაძლევის ფონდი ორჯერ უფრო დიდია ვიდრე ამჟამინდელი ფონდი, მაგრამ ევროპის სახელმწიფოთა მთავრობები მის დასაფინანსებლად ფულს არ გაიღებენ, არამედ მთლიანად გარე ინვესტორებს გადააბარებენ ამ პასუხისმგებლობას. ჩინეთის მონაწილეობის საფასურად, პეკინმა შესაძლოა დამატებითი დათმობები მოითხოვოს ევროპის მხრიდან, მათ შორის ჩინეთისადმი იარაღის ემბარგოს მოხსნაზე თანხმობა.

XS
SM
MD
LG