ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური გარიგება თუ დიპლომატიური თამაში?


ეკონომიკური გარიგება თუ დიპლომატიური თამაში?

ამერიკა და ჩინეთი სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ჩინეთის ფინანსური პოლიტიკა ამერიკას ასობით მილიარდი დოლარის ზარალს აყენებს

ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მხრივ. თუმცა, ასევე ბევრი რამ არის გასაკაეთებელი იმისთვის, რომ ჩინური ბაზარი ამერიკელი ინვესტორებისა და ექსპორტისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

მხარეებმა ვაჭრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაასრულეს. ჩინეთი დათანხმდა საავტორო უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით მკაცრი ზომების გატარებას და ამერიკიდან სურსათის გარკვეულ ნაწარმზე იმპორტის შეზღუდვების მოხსნას.

ამერიკის ოფიციალურპი პირები ჩინეთს სავალუტო კურსის მანიპულირებაში უკვე რამდენიმე ხანია ადანაშაულებს. პეკინის მიერ ამ პოლიტიკის გატარების გამო ამერიკის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან 2010 წელს 270 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG