ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი კოლეგებთან ერთად თავისუფალი სავაჭრო ზონის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

ბარაკ ობამა მშობლიურ ჰავაიში აპეკის ეკონომიკურ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, სადაც შეერთებული შტატები აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ლიდერებს მასპინძლობს.

შაბათ-კვირას ამერიკის პრეზიდენტი კოლეგებთან ერთად თავისუფალი სავაჭრო ზონის გამოცხადების საკითხს განიხილავს. მასში რამდენიმე ქვეყანა ერთიანდება: შეერთებული შტატები, ავსტრალია, ბრუნეი, მალაიზია, ახალი ზელანდია, პერუ, სინგაპური და ვიეტნამი. იაპონიის მთავრობის განცხადებით, ის შეეცდება სავაჭრო ზონით რეგიონის ისეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები მოხიბლოს, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი.

ჰავაიში ვიზიტი პრეზიდენტის 9-დღიანი მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისია. ბატონი ობამა ავსტრალიაში მიემგზავრება, შემდეგ კი ინდონეზიას ესტუმრება, სადაც ტურისტულ კუნძულ ბალიზე მონაწილეობას აღმოსავლეთ აზიის სამიტში მიიღებს.

XS
SM
MD
LG