ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას ეკონომიკის წინსვლის სჯერა


პრეზიდენტ ობამას ეკონომიკის წინსვლის სჯერა

დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს, აღნიშნავს პრეზიდენტი.

პრეზიდენტი ობამას განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ექსპორტის გაზრდის და საგარეო ბაზრების გაფართოების მხრივ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია.

ყოველკვირეული მიმართვა პრეზიდენტმა ინდონეზიაში ჩაწერა, სადაც მან 9-დღიანი აზიური ტურნე დაასრულა. ბატონი ობამას თქმით, მხოლოდ კომპანიები „ბოინგი“ და „ჯენერალ ელექტრიკი“ იქ დადებული მომგებიანი ხელშეკრულების ხარჯზე ამერიკას 100 ათას ახალ სამუშაო ადგილს შემატებენ.

აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის წყალობით, ამერიკაში უკვე 5 მილიონამდე სამუშაო ადგილია შექმნილი. მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ამ სტრატეგიულ უბანს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს, აღნიშნავს პრეზიდენტი.

რესპუბლიკელთა ყოველკვირეული მიმართვა ამჯერად პენსილვანიელმა სენატორმა პეტ ტუმიმ გააკეთა. მისი განცხადებით, ობამას ადმინისტრაცია სამუშაო ადგილებს არ ქმნის და ქვეყანა ფისკალურ კრიზისამდე მიყავს. სენატორის თქმით ამერიკას სასწრაფო მოდერნიზაცია ესაჭიროება, რაც ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებით და საგადასახადო რეფორმის გზით უნდა განხორციელდეს.

XS
SM
MD
LG