ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ევროპის ეკონომიკაზე საუბრობს


ობამა ევროპის ეკონომიკაზე საუბრობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ევროპული ვალის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას დადებითი შეფასება მისცა და ასევე აღნიშნა რომ ერთობლივი თანამშრომლობით, ევროპაც და ამერიკაც, როგორც ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ისე უმუშევრობის საკითხის მოგვარებას შეძლებენ.

447 მილიარდი დოლარის ღირებულების დასაქმების კანონპროექტისა და 1.2 ტრილიონო დოლარის ხარჯვითი ნაწილის დამატებით შემცირებაზე, ბატონ ობამასა და რესპუბლიკელებს შორის არსებული დაძაბულობა ყველასთვის თვალსაჩინოა. ყოველივე ამას, თავად, პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, ჯეი კერნიც ადასტურებს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი, დიდი ოცეულის სამმიტის ლიდერებთან საუბრის დროს, განაცხადებს რომ იგი კვლავ აგრძელებს კონგრესის დაყოლიებას აღნიშნული კანონპორექტის დამტკიცების თაობაზე.

„პრეზიდენტის მიმართვა ევროპისადმი და სამმიტის ყველა წევრისადმი, გლობალური ეკონომიკური პრობლემების გამოსასწორებლად, ქვეყნების როგორც ინდივიდუალურ მუშაობას ასევე ერთობლივ თანამშრომლობასაც გულისხმობს,-“ ამბობს პრეს-სპიკერი კერნი.

ბატონი ობამა ხარჯების უფრო მეტი რაოდენობით შემცირების მომხრეა ვიდრე შემოთავაზებული $1.2 ტრილიონით. თუმცა იგი იმასაც დასძენს რომ აღნიშნული პროცესი დაბალანსებული უნდა იყოს და უმტკივნეულოდ წარიმართოს საშუალო ფენისათვის.

პარალელურად, თეთრი სახლი და რესპუბლიკელები ვერ თანხმდებიან მდიდარი ამერიკელებისათვის გადასახედბის მომატების თაობაზე.

წარმომადგენლობით პალატაში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერი ნენსი პელოსი, გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, მნიშვნელოვნად თვლის აღნიშნულ საკითხს, რაზეც აცხადებს კიდეც:

„მსოფლიო არ დაგველოდება. მსოფლიო გვიყურებს თუ რას გავაკეთებთ; მაგრამ თუ დროულად და სათანადოდ არ ვიმოქმედებთ და ჩვენი მმართველობის როლს არ ვაჩვენებთ, მაშინ არსებული მოვლენები გადაგვიყოლებს.“

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც; სამმიტი, „დაიკავე უოლ-სტრიტის“ აქციის პარალეურად წარიმართება, რომლის დროსაც აქციის მონაწილენი, უმუშევრობას, ეკონომიკურ უთანასწორობასა და კორპორატიული კლასების არსებობას გააპროტესტებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი თავად პრეზიდენტ ბარაკ ობამამაც გააკეთა:

„აქციის მონაწილეთა დიდ გაღიზიანებას ჩვენი საფინანსო სისტემის მუშაობა იწვევს. “

დავალიანების დეფიციტის შემცირების შესახებ მოახლოებული გადაწყვეტილების მოლოდინში მყოფი პრეზიდენტი, კანონმდებლებთან 1.9 მილიონი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხს განიხილავს. სულ ახლახანს, სენატში, მისმა შემოთავაზებულმა ამერიკული დასაქმების კანონპორექტის ჩავარდნამ კიდევ დაამძიმა არსებული ვითარება. თუმცა, კონგრესმა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მხარი დაუჭირა, რომელიც პრეზიდენტს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა გარკვეული დადებითი ინფორმაცია მიიღო ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შესახებ, პრეზიდენტის პრეს-სპიკერის თქმით, ეს არც თუ ისე კარგი ამბავია, რომელიც მნიშვნელოვნად იმოქმედებს დასაქმების საკითხზე.


XS
SM
MD
LG