ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზადება დიდი ოცეულის სამიტისთვის


მზადება დიდი ოცეულის სამიტისთვის
მზადება დიდი ოცეულის სამიტისთვის

ევროპული ვალის საკითხი, რომელმაც საბერძნეთში ქუჩის აქციებიც გამოიწვია, საფრანგეთში, დიდი ოცეულის სამმიტის დღის წესრიგის განხილვის მთავარი ნაწილი იქნება.

გასულ კვირას ევროკავშირის შეთანხმებამ სარეზერვო ფონდის გაზრდისა და საბერძნეთისათვის ვალის შემცირების შესახებ დიდი ოცეულის სამიტის ლიდერთა დამშვიდება გამოიწვია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნულ საკითხს მნიშვნელოვანი უწოდა და ასევე დასძინა რომ სრულ წარმატებამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

„ახლა ჯერი იმაზეა თუ რამდენად გონივრულად და სრულყოფილად განხორციელდება ეს ხელშეკრულება. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ევროპელი ლიდერები ყოველივე ამას თავს გაართმევენ,-“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

თუმცა საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ევროკავშირთან ფინანსური დახმარების ხელშეკრულების გამო რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე დიდი მღელვარება გამოიწვია.

სამმიტზე, ამერიკის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები შესაძლოა ასევე განხილვის თემად იქცეს. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, შეერთებულ შტატებს, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ხელს უშლის.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერის ჯეი კარნის განცხადებით:

„პრეზიდენტი ობამა კვლავ აგრძლებეს კონგრესის დაყოლიებას ეკონომიკური საკითხების მოგვარების სფეროში და იგი, დიდი ოცეულის სამიტზე არა მარტო როგორც ერთი ქვეყნის ლიდერი წარსდგება, არამედ, როგორც - მსოფლიოს დიდი ეკონომიკის ლიდერი და ასევე ქვეყნების მოკავშირე.“

პრეზიდენტ ობამას მეორე პრიორიტეტს ამერიკული ექსპორტის საზღვარგარეთ გატანის საკითხი წარმოადგენს. პრეზიდენტი სამმიტზე ასევე ჩინეთის ვალუტის მნიშვნელობაზეც ისაუბრებს.

თუმცა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევროკავშირის კვლევის ცენტრის დირექტორი - შეჰერაზადე რაჰმანი ვარაუდობს რომ პრეზიდენტის შეხედულებებს ჩინეთის ვალუტის თაობაზე არც თუ მრავალი თანამოაზრე გამოუჩნდება.

პრეზიდენტი ობამა და დიდი ოცეულის სამმიტის სხვა ქვეყნის ლიდერები საფრანგეთის ქალაქ კანში ხვალ ჩავლენ, და სამიტს პარასკევს გვიან ღამით დატოვებენ.

XS
SM
MD
LG