ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოცეულის სამიტზე შეთანხმებას მიაღწიეს


ოცეულის სამიტზე შეთანხმებას მიაღწიეს

ნიკოლა სარკოზის განცხადებით, მსოფლიოს ლიდერებმა პოლიტიკური და ეკონომიკური კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე მოილაპარაკეს,

საფრანგეთში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტი ევროპის ფინანსური კრიზისის დასაძლევად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების გაზრდაზე შეთანხმდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, მსოფლიოს ლიდერებმა პოლიტიკური და ეკონომიკური კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე მოილაპარაკეს, რათა მომავალში გლობალური ფინანსური კრიზისი და ეკონომიკური რეცესია აღარ განმეორდეს.

შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციაში ცალკე ფონდის შექმნაზეც იყო საუბარი, რომელიც ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარ ქვეყნებს დაეხმარება. ევროკავშირის პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომპოის, თქმით, გაურკვეველი რჩება მდგომარეობა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, როგორიცაა ამერიკა და ჩინეთი, რომლებიც ასევე შეიძლება ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

XS
SM
MD
LG