ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ოცეულის შეხვედრა დღეს იწყება


დიდი ოცეულის შეხვედრა დღეს იწყება

ევროპის პრობლემები პორდაპირ აისახება ამერიკის ეკონომიკაზე.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების ლიდერები საფრანგეთის ქალაქ კანში გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებზე მსჯელობენ.

შეხვედრის მთავარი თემა საბერძნეთის საგარეო ვალის და ამასთან დაკავშირებული ევროპული ფინანსური კრიზისის დაძლევა იქნება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა ამ შეხვდრის ფარგლებში ცალ-ცალკე ესაუბრა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის. დღეს დიდი ოცეულის შეხვედრა კანში ოფიციალურად დაიწყება.

თეთრის სახლის პრეს მდივანმა ჯეი კარნეიმ საბერძნეთის ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, შემდეგი განცხადება გააკეთა:

“დიდი ოცეულის ამ ღირშესანიშნავ შეხვდრას გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ახლა ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს ევროპა წარმოადგენს.“

ევროპის პრობლემები პორდაპირ აისახება ამერიკის ეკონომიკაზე. ამერიკის ცენტრალური ბანკის დირექტორის ბენ ბერნანკეს განცხადებით ევროპელები ხანდახან იზიარებენ ამერიკელთა რჩევებს, ზოგჯერ კი საკუთარ აზრზე რჩებიან. მისი თქმით:“ ეს ცოტა გულდასაწყვეტია. აქ თავად ევროპელებმა უნდა განსაზღვრონ თავიანთი პოლიტიკა. მთელი პასუხისმგებლობა ამ ურთულესი პრობლემის დაძლევის საქმეში მხოლოდ მათ დაეკისრებათ.“

XS
SM
MD
LG