ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა აპეკის სამიტს ჰავაიში უმასპინძლებს


ობამა აპეკის სამიტს ჰავაიში უმასპინძლებს

1993 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 21-ე სამიტის ლიდერები შეიკრიბნენ. შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, სამიტს სიეტლში უმასპინძლა.

ამჟამინდელი სამიტის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ძალისხმევას არ იშურებს ქვეყნის ეკონომიკის რთული მდგომარეობის გამოსასწორებლად, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობით დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან, ჯანსაღი კონკურენციის შესანარჩუნებლად. პრეზიდენტი ამ კვირაში ჰავაიშიც ჩავა, სადაც აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამმიტს უმასპინძლებს.

სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლების ცენტრის წარმომადგენელი ერნესტ ბოუერი ამბობს რომ ბატონი ობამა, ამერიკელებს, ცვლილებებისა და პროგრესისაკენ მოუწოდებს:

„პრეზიდენტი ცდილობს, დაძლიოს ეკონომიკური სიძნელეები და უკან წასვლის ნაცვლად წინ გადავინაცვლოთ. ამ პროცესში აზიასთან თანამშრომლობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.“

აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, აზიასა და წყნარ ოკეანეს შორის, თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნისათვის ისწრაფვის. თუმცა, შეერთებული შტატები და ამ ორგანიზაციის 8 სხვა წევრი, მცირე სავაჭრო ჯგუფის - ტრანს-წყნაროკეანისული პარტნიორობის შექმნის ჩარჩო-ხელშეკრულების მიღების მოლოდინშია. აღნიშნულ საკითხს, ჩინეთი ეჭვის თვალით უყურებს.

ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობისა და უსაფრთხო თანამშრომლობის ქონა, ბატონი ობამას ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი ამბობს რომ:

„რთული ურთიერთობა, წინასწარ არც კონფლიქტსა და არც თანამშრომლობას გეგმავს. ჩინეთის როლი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მზარდი მწარმოებელი ქვეყანა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ორი ქვეყნის ურთიერთობას.“

პრეზიდენტ ობამას ვოიაჟიდან დაბრუნება, 23 ნოემბერს, კონგრესის მხრიდან, სამთავრობო ხარჯების 1.2 ტრილიონი დოლარის შემცირებაზე, გადაწყვტილების მიღებას ემთხვევა, რომელიც აზიასა და წყნარი ოკეანის ორგანიზაციის ლიდერებთან ბატონი ობამას შეხვედრის დროს, გარკვეულ ზემოქმედებას იქონიებს.

XS
SM
MD
LG