ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინური ხორცის სკანდალი


ჩინური ხორცის სკანდალი
ჩინური ხორცის სკანდალი

სიკვდილით დასჯა ორი წლის დაყოვნებით - ასეთი იყო მთავარი დამნაშავის, ლიუ ჰიანგის, განაჩენი, რომელიც მას საზოგადოებრივი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის გამოუტანეს.

ჩინეთის ოფიციალური მედიის ცნობით, დასრულდა გამოძიება გახმაურებული საერთაშორისო სკანდალის გამო, რომელიც ჩინური ღორის ხორცის პროდუქციის გამო მოხდა.

განაჩენი 113 ადამიანს გამოუტანეს, მათ შორის 77 მთავრობის სამსახურების თანამშრომელია. გამოძიებამ დაადასტურა, რომ ჰენანის პროვინციაში ღორის ორგანიზმში სპეციალურ ცხიმის დასაწვავ პრეპარატს კლენბუტეროლს იყენებდნენ, რომელიც კანცეროგენს შეიცავს.

სიკვდილით დასჯა ორი წლის დაყოვნებით - ასეთი იყო მთავარი დამნაშავის, ლიუ ჰიანგის განაჩენი, რომელიც მას საზოგადოებრივი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის გამოუტანეს. მსგავსი განაჩენის შემთხვევაში ჩინური სასამართლო როგორც წესი გასაჩივრების შემდეგ სასჯელს სამუდამო პატიმრობით ცვლის.

XS
SM
MD
LG