ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს


ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს
ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს

ჩინეთი დალაი ლამას ბრალს დებს ჩინეთის შემადგენლობიდან ტიბეტის გამოყოფის მხარდაჭერაში.

ჩინეთი აფრთხილებს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, რომ ოფიციალური შეხვედრები არ გამართოს დალაი ლამასთან, რომელიც ვაშინგტონში თერთმეტ-დღიანი ვიზიტით იმყოფება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოფიციალური პეკინი ეწინააღმდეგება ჩინეთის გახლეჩის მიზნით მიმდინარე საქმიანობის ხელშეწყობას. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი დალაი ლამას ბრალს დებს ჩინეთის შემადგენლობიდან ტიბეტის გამოყოფის მხარდაჭერაში.

გუშინ, ვაშინგტონში, დაბადებიდან სამოცდამეთექვსმეტე წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიისას ტიბეტის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ იგი მოხარულია, რომ ახლა მის ცხოვრებაში რელიგიასა და პოლიტიკას რეალურად გამიჯნავს. მარტში, დალაი ლამამ განაცხადა, რომ ტიბეტის განდევნილი მთავრობის პოლიტიკური ლიდერის პოსტს ტოვებს.

XS
SM
MD
LG