ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კომუნიკე


ახალი კომუნიკე
ახალი კომუნიკე

ეს საგარეო მინისტრების მეათე ყოველწლიური შეხვედრაა.

ჩინეთის, რუსეთის და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაზრდის შესახებ განაცხადეს. მათ პირობა დადეს, რომ ეკონომიკური, უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი საკითხები ახლო კოორდინაციით განხორციელდება.

ამის პირობას საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გამართული შეხვედრის დროს მიღებული კომუნიკეთი დებენ. ეს მათ შორის მეათე ყოველწლიური შეხვედრაა.

მინისტრები აცხადებენ, რომ ისინი იზიარებენ მრავალპოლუსიანი, თანაბარუფლებიანი და დემოკრატიული მსოფლიოს წესრიგს. აქვე ნათქვამია, რომ მათი თანამშრომლობა არცერთი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

ისინი შეთანხმდნენ, რომ მსოფლიო ეკონომიკის გამოჯანსაღება კვლავ დაუბალანსებლად და მყიფედ მიმდინარეობს. საგარეო უწყებათა ხელმძღავნელები მხარს უჭერენ, რომ „დიდი ოცეულის“ შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმად იქცეს.

XS
SM
MD
LG