ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატრიარქების შეხვედრა კიევში


პატრიარქების შეხვედრა კიევში
პატრიარქების შეხვედრა კიევში

ჩვენი რესპონდენტი გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ბატონი ლაშა ჟვანია, რომელიც უკრაინიდან მოგვცა ინტერვიუ. ბატონი ლაშა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს ახლავს დელეგაციის წევრად უკრაინაში. ბატონი ლაშა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და რუსეთის პატრიარქის კირილეს შეხვედრაზე აკეთებს კომენტარს.

ლ.ჟ -„პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პირველი ვიზიტი უკრაინის მიწაზე და არა მხოლოდ კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის პირველი ვიზიტი, არამედ ქართველი პატრიარქი პირველად ჩამოვიდა უკრაინის მიწაზე. ამიტომ ამ ვიზიტს მიტროპოლიტმა ვლადიმირმა, უკრაინის მიტროპოლიტმა, სწორედაც სამართლიანად უწოდა ისტორიული. შესაბამისად უკრაინაში ათწლეულობით მცხოვრები ქართველები მონატრებულები იყვნენ საკუთარ სულიერ მამას და სადაც უწმინდესი მიბრძანდება ყველგან მას უკრაინაში მცხოვრები ქართველები ხვდებიან. ყველა ადგილზე არის უამრავი ადამიანი. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო და როგორც თავად პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, იმ პირობებში როდესაც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები პრაქტიკულად არ არსებობს რუსეთის აგრესიის გამო 2008 წლის აგვისტოდან, მნიშვნელოვანია ეკლესიის მეთაურების ხშირი შეხვედრა, ისევე როგორც მუდმივი გაცვლა საეკლესიო დელეგაციებისა. ჩვენი მღვდელმთავრები ჩადიან რუსეთში, რუსი მღველ-მთავრები ჩამოდიან საქართველოში და მსჯელობენ სხვადასხვა საკითხზე და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი რაც იყო, ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი და არაქართველი მართლმადიდებლების მდგომარეობის საკითხი. ხაზგასმით იყო აღნიშნული პატრიარქ კირილეს მხრიდან და რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის მხრიდან რომ საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე და ასევე გადასადგმელია ისეთი ნაბიჯები, რომ კანონიკურ ჩარჩოებში დაბრუნდეს აფხაზეთის ეკლესია, აფხაზეთის მრევლი და ცხინვალის მრევლი. იქ არის ყოველგვარი კანონიკური ჩარჩოებიდან გასული ადამიანები და სასულიერო პირების რაღაც შეკრება, რომლებიც ეკლესიის მთლიანობას არღვევენ თავიანთი ქმედებებით და ამ საკითხებთან დაკავშირებით საჭირო არის მუდმივი კონსულტაციები, ისევე როგორც გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ვნახოთ, კმაყოფილება გამოხატა საქართველოს კათოლოკოს- პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ შეხვედრასთან დაკავშირებით და ამას მომავალი გვიჩვენებს თავად რა მიმართულებით განვითარდება ეს ურთიერთობები და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სრული იურისდიქცია ეკლესიისა არა მხოლოდ იყოს აღიარებული, ისე როგორც დღეს მთელი მსოფლიო აღიარებს მათ შორის რუსეთის ეკლესია, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები იქნას გადადგმული იმისათვის რომ ეს კანონიკური ერთობა აღდგეს ამ ტერიტორიებზე საკუთარ დედა ეკლესიასთან, ვგულისხმობ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“.

XS
SM
MD
LG