პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მაშველები წყალდიდობისგან დაზარალებული ხალხის გადარჩენას ცდილობენ.
პაკისტანს 1929 წლის შემდეგ ამგვარი ძლიერი მუსონი არ დასტყდომია თავს, რომელიც კოკისპირული წვიმებით ხასიათდება.
ხელისუფლების განცხადებით, 4 დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად ხუბერ-პახთუნკვას პროვინციაში 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
პროვინციის ინფორმაციის მინისტრმა მიან ჰუსაინმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართა.
ფეშავარის, სვატის დაბლობის და ჩარსადას რაიონში წყალდიდობამ ხიდები და გზები წალეკა და უამრავი საცხოვრებელი სახლი დატბორა.
სტიქიური უბედურების ზონაში 1 000 000 ადამიანია მოქცეული. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმების სეზონი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.