ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზის ახალი განცხადება


სარკოზის ახალი განცხადება
სარკოზის ახალი განცხადება

ქალაქ გრენობლში დემონსტრანტებმა პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას უცხოური წარმოშობის ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც სამართალდამცველების მიმართ ძალადობას მიმართავენ.

პრეზიდენტმა სარკოზიმ აღნიშნული განცხადება დღეს საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გააკეთა, სადაც თვის დასაწყისში არეულობას ჰქონდა ადგილი. დემონსტრანტებმა მაშინ პოლიციის წინააღმდეგაც გაილაშქრეს.

ფრანგმა ლიდერმა ასევე დასძინა, რომ უნდა გამკაცრდეს საიმიგრაციო წესები უცხოელი მშობლების შთამომავლებზე, რომლებიც მიუხედავად საფრანგეთის მოქალაქეობისა, დანაშაულს ჩადიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სარკოზიმ პოლიციას უბრძანა დაერბია ბოშათა 300-მდე ბანაკი და უკანონო ემიგრანტები დაეკავებინა.

სარკოზიმ ეს ბანაკები არალეგალური ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის ბუდეებად მოიხსენია.

XS
SM
MD
LG