ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში გლოვაა გამოცხადებული


პაკისტანში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა.პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას, ვინც პაკისტანის ისტორიაში უმძიმეს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 146 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო მთას შეასკდა პაკისტანის დედაქალაქის შორიახლოს. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. მაშველები ახლაც ეძებენ შავ ყუთებს, რათა დაადგინონ კატასტროფის მიზეზები. მაშველებმა ჯერ-ჯერობით 115 გვამი იპოვეს.

XS
SM
MD
LG