ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი ომით იმუქრება


ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ძალის გამოყენებით იმუქრება აშშ-სა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ, თუ ისინი კვირას იაპონიის ზღვაში ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნას ჩაატარებენ. ჩრდილოთ კორეის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტომ განაცხადა, რომ ჩრდლოეთ კორეის არმია და ხალხი ომს წამოიწყებს, თუკი ეს წვრთნა განხორციელდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი როდამ კლინტონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს იზოლირებულ და აგრესიულ რეჟიმს, რომელიც ჩაბმულია პროვოკაციულ და საშიშ მოქმედებაში. მიმდინარე კვირას კლინტონმა ფხენიანის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა. ჩრდილოეთ კორეის მთავრობის რწმუნებულმა განაცხადა, რომ ეს წვრთნა ჩრდილოეთ კორეის სუვერენობას უქმნის საფრთხეს.

XS
SM
MD
LG