ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სატელეფონო საუბარი


იაპონია ცდილობს გასულ თვეს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ბარაქ ობამასა და იაპონიის ახლადარჩეულ პრემიერ მინისტრს ნაოტო კანს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც ბატონმა კანმა პრეზიდენტ ობამას განუცხადა,ის მთელს ძალისხმევას მიმართავს იმისათვის,რათა შეასრულოს გასულ თვეს მიღწეული შეთანხმება აშშ-ის სამხედრო ბაზის, კუნძულ ოკინავაზე გადატანის შესახებ.

თავის მხრივ ნაოტო კანი ოკინავას მაცხოვრებლებისგან დიდ ზეწოლას განიცდის.ისინი ბაზის მთლიანად დახურვას ითხოვენ.

შეგახსენებთ , რომ იაპინიის ყოფილი პრემიერ მინისტრი იუკიო ჰატოიამა თანამდებობიდან სწორედ ამ საკითხის მოუგვარებლობის გამო გადადგა.

XS
SM
MD
LG