ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანის ბოლო შანსი


ირანს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი სანქციები ემუქრება.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ირანში ბრაზილიის პრეზიდენტის ვიზიტი შეიძლება ბოლო შანსი იყოს თეირანისთვის ბირთვული პროგრამის შესაცვლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ირანს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი სანქციები ემუქრება.

ბატონმა მედვედევმა ეს განცხადება პრეს-კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც რუსეთში ვიზიტით მყოფ ბრაზილიის პრეზიდენტ ლუიზ ინაციო ლულა და სილვასთან ერთად გამართა.

მედვედევმა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას მხარი აუბა. დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ ირანში ბატონი დე სილვას ვიზიტი „შესაძლოა ირანის დიალოგში ჩართვისთვის ბოლო და საუკეთესო საშუალება იყოს.“

XS
SM
MD
LG