ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ყოველწლიური ანგარიშისთვის ემზადება


ობამა ყოველწლიური ანგარიშისთვის ემზადება

პრეზიდენტი კონგრესს ეკონომიკის აღმავლობის გეგმას წარუდგენს

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს საღამოს კონგრესის გაერთიანებული სესიის წინაშე წარსდგება ყოველწლიური ანგარიშით. გამოსვლაში პრეზიდენტი ძირითადად ამერიკის ეკონომიკაზე გაამახვილებს ყურადღებას.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მიმართვაში, ობამამ განაცხადა, რომ ყოველწლიური ანგარიშის დროს ის კონგრესს ეკონომიკის აღმავლობის გეგმას წარუდგენს. ეს გეგმა იქნება პრეზიდენტის ხედვა იმაზე, თუ როგორ უნდა გაიხსნას ახალი სამუშაო ადგილები, დაინერგოს მწვანე ენერგო-ტექნოლოგიები და გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო სისტემა.

ობამას თქმით, ამერიკის ეკონომიკა ორი ძირითადი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს - აქედან ერთი ხელს შეუწყობს მდიდარი ფენის კიდევ უფრო გამდიდრებას და საშუალო ფენის არსებულ მდგომარეობაში დატოვებას, ხოლო მეორე კი ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს შექმნის.

პრეზიდენტი ყოველწლიურ მიმართვას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილადაც გამოიყენებს და მისი რესპუბლიკელი ოპონენტების გაკრიტიკებას ეცდება.

XS
SM
MD
LG